ვერ გწვდები


ნათელს ეჭიდა თვალი ნაცადი,
ჩინი წარმავალს ეტორტმანება,
მოხეთქავს ბზარში მხურვალე ტაშით,
ქარი, და მათრობს წამით ზმანება.

იისფერ ტალღებს არ ვჩივი, მესმის,
წარმავალია, კივის სურვილი,
ვერ მოვიკალი, სულ ვერ გეწაფე,
ჟინი, და შენი ტუჩის წყურვილი.

კვნესა გრიგალის, ტანზე ნაცრისფრად,
მმოსავს, მაყრუებს,
კალაპოტს ანგრევს, ნდომა ულევი,
ისე მაბრუებს.

შორს ხარ, ვერ გწვდები, ასე სხეულით,
თმენა, ვნებებით ამოირევა,
იჩქარე მანამ, ამოვწყდი ფესვებს,
და ალი, ფერფლად გადაირევა.


28 სექტემბერი, 2023 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი