წუხელ ჩემს სახლთან ჩაიარა ..


წუხელ ჩემს სახლთან ჩაიარა 
ნასვამმა ღამემ.
მოვიპატიჟე, გამიღიმა, 
თავი დახარა;
ვერ შემოვალო, მიბოდიშა 
და წვიმით სავსე
სველი ჯიბიდან 
ვარსკვლავები შემომაყარა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი