MARIN


მე ვცხოვრობ სიზმრის სანაპიროზე,
სადაც ჩრდილები საზღვრებს გადიან
და ზამბახისფერ, გრილ  ალიონზე
თმას ცისარტყელით მიკრავს გადია.

მე ვცხოვრობ სიზმრის სანაპიროზე
და ვხედავ ზღვებში ფერად ფრეგატებს,
მეზღვაურები გემის კიჩოზე
ბნელ ქარიშხლებთან ბრძოლებს ცეკვავენ.

მე ვცხოვრობ სიზმრის სანაპიროზე,
აქ სიმშვიდეებს წნავენ ქალები
და მეტირება მაინც სიშორე
ერთხელ ნანახი ცხელი თვალების.

მე ვცხოვრობ სიზმრის სანაპიროზე,
სხვა ნაპირები ჯერ არც მინახავს
და ველოდები დანაპირებ დროს
თეთრი იალქნის  გავყვე  ნიავქარს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი