არასოდეს


არასოდეს არ შეხედო მთვარეს, 
თუ ვერ ხედავ მასში სილამაზეს. 

არასოდეს არ დახატო ზეცა, 
თუ ვერ იგრძნობ მასში სილაჟვარდეს. 

არასოდეს არ გატეხო სიტყვა, 
ის გაბზარავს შენი სულის სარკეს. 

არასოდეს არ დასცინო რითმებს, 
თუ ვარ იგებ მასში რა განძი დევს. 

თამარ გელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი