რა ლამაზია ტბაშე ზეცა ტყეთა ჯარებით


რა ლამაზია როცა ტბაში ცოცხლდება ზეცა, 
რა უძიროა ტბის სიღრმეში არეკვლა ხეთა, 
რა მშვენებაა მოლივლივე ფოთლების ცეკვა, 
ტბის ზედაპირზე შემოდგომის ფერების ღელვა. 

აუხსნელია ტბის სივრცეში სინაზე ფერთა, 
როდესაც მასში ღვთაებრივი ფერები ელავს, 
ტბის ზედაპირი ულამაზეს პეიზაჟს ძერწავს, 
მხატვრის პალიტრას არევია თავგზა და ღვენთავს. 

ეს ადგილია სადაც მუზა დაბადა ღმერთმა, 
ვერც კი გაარჩევ ტბას უმზერ თუ სამოთხეს ხედავ, 
ეს ადგილია სადაც წვიმა მზეს ეფერება, 
ამ სილამაზეს არაფერი არ შეედრება. 
                               თამარ გელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი