შხამით სავსე ინექცია


მოდის მოაბიჯებს ლაღად 
ახალგაზრდა ჯანით სავსე,~
ხელთ უჭირავს ინექცია ,
დამღუპველი შხამით სავსე.
მარცხნივ მხარზე უზის ეშმა,
მარჯვნივ მხარზე ანგელოზი,
სული ისე მოსწამლვია,
ვერას შველის ანგელოზი.
მიეფაროს ეძებს ბნელეთს ,
შეუმჩნევლად უნდა ჩხვლეტა,
შხამით სავსე ინექცია ,
მის ვენებში გაიჟღენთა.
კვდება წამით სიამისთვის,
ეშმა ხარობს,ეღიმება,
ანგელოზი ვერას შველის
და ზეციურ ცრემლად დნება.
მიეფაროს ეძებს ბნელეთს 
შეუმჩნევლად უნდა ჩხვლეტა
შხამით სავსე ინექცია
მის ვენებში გაიჟღენთა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი