წვიმის მეჯლისზე


წვიმის მეჯლისზე ვცეკვავდით ორნი...
მე მაბრმავებდა შენი ნათება...
შენი ტუჩების გამჭოლი ლტოლვა
შენი თვალების გამონათება...

თითქოსდა ფექვეშ არ იყო მიწა...
ჰაერში ცეკვას არ ვარ ჩვეული...
შენ...ანგელოზი მას მასწავლიდი,
მე კი ვიყავი ფეხარეული...

წვიმაში სველი,ლამაზი თმები...
თითქოს ნოტებად გადმოგცვენოდა...
ტანს აყოლებდი შენ მელოდიას...
ჩვენ ვცეკვავდით და ზეცა მღეროდა...

წვიმის წვეთები ცვიოდა ზანტად
და შენს ტუჩებზე დნებოდნენ ვნებით...
ვნატრობდი წვიმად ვქცეულიყავი,
მიყვარდებოდი თავდავიწყებით...

წვიმის წვეთებთან ვცეკვავდით ორნი...
თურმე მეჯლისი მესიზმრებოდა...
რეალობაში არც წვიმდა გარეთ...
მაგრამ  ცა შავად იღრუბლებოდა...

                                       თემურ ცაავა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი