ფრაგმენტები


ფერდობზე ძველი, ფიცრული სახლი.
მურყანის ტევრი და ვრცელი ეზო:
გასაყარს მდგომი ძველსა და ახლის
და უძღებ ჭირთა დამთმენი ეგზომ...

ნოემბრის ღვარძლი და ღამის ეშხი.
ტკაცუნი ბუხრის და მკრთალი ალი.
გათოშილ მურყანს ეხვევა ლეშხი...
გათოშილ ვნებას ეყრება ჯვალო...

კალთაში ,,რილკე’’,  კონსოლზე  ,,ზოლა’’...
კედელზე ლანდი სპარსული ტილოს...
დამწვარი კუნძი წლებივით ხრჩოლავს
და ჭრაქის ფონზე მეტწილად ჩრდილობს...

განცდები უგზო. ყმუილი ძაღლის.
ბერდანის ზათქი... და ბოთლით ვისკი...
ფერდობზე ძველი, ფიცრული სახლი: _
აღსავსე მოშლა-დაქცევის რისკით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი