მე გეძახი, შენ კი სადღაც გამირბიხარ


მე  გეძახი, შენ  კი  სადღაც  გამირბიხარ,
თვალს  მარიდებ, რაწამს  სადმე დამინახავ,
უამურმა  ემოციამ  დამიბრიყვა:
ნუთუ  მკერდში  გულის ნაცვლად  ქვას  ინახავ?!
მე ჯვარცმულიც  შემოვწირე  შენს  ხატებას,
შენთვის  ვთლიდი  ლალის  კოშკებს  და  იმედებს,
დავივიწყე  მოკრძალება--შეხათრება...
შენ კი ჩემთვის ღიმილიც ვერ გაიმეტე...
მე  ვეტრფოდი მაგ  თვალების სისპეტაკეს
და ნიადაგ  ერთის  რწმენით  მედგა  სული:
რომ  მეც  სხივად  მათში  გავეცისპერანგე,
ვით  საუნჯე  უფლის  ძალით  ხელდასხმული...
მაგრამ  მკაცრმა  რეალობამ  ფრთა  აისხა
და გააპო მოტრფიალე გული ორად,
აწმყოს სუსხმა --- შფოთიანმა  სხვა აისმა
ეფემერებს  წარმსტაცა  და  დამაშორა...
სიყმაწვილე --- ეს  მქუხარე  ჰანგი ლექსის
მაგ სიცივემ  დამიზრო და დამილახვრა...
მე  გეძახი... შენ  კი თითქოს  არც  კი  გესმის ---
თვალს  მარიდებ, რაწამს  სადმე  დამინახავ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი