მიძღვნა მდინარე ასასადმი
სათავეს ჩემსავ არხოტში იღებ, – იქ ასეც გქვია: – არხოტის წყალი; მერე დაურღვევ ღილღოს და ღილღველთ მიჯნას და წვერსაც მათსავით ჟღალი ინით იღებავ, – შარიათს მისდევ, შენ – ქართველ – ხევსურს ღილღველ–თათრები მიგავიწყებენ დალანდულ ქრისტეს და დღისით მაჰმადს დაენათლები. დაბადებული არხოტს არაგვად სახელსაც იცვლი ღილღურ გაგებით... ასავ, არაგვი, ვიცი, არა ხარ, მაგრამ მე მაინც მეარაგვები.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი