შევჩენკოს სამშობლო


როცა ველებზე დაბრძანდება წითლად დაისი

მიდის ქალწული მის საფლავთან ნატვრის თვალებით,

მღერის ნარნარად სიმღერების გაბრწყინვალების…

ირგვლივ ფერადი ყვავილებით ცეკვავს მაისი.

ულამაზესი, უნაზესი ხმები გაისმის,

დიდი პოეტის უკვდავებას უმღერს ყოველი,

დუდუნებს დნეპრი – ბობოქარი, დაუდგრომელი,

იმედიანი და ცოცხალი, როგორც გაისი.

ამოდის მთვარე პატარძალის ტურფა მშვენების,

მღერის ქალწული, განაბული, ხმაგარინდებით,

და სცვივა ციდან ვარსკვლავების მარგალიტები.

ქალწულთან ერთად იმღერიან ვრცელი ველები

რომ მარადია დიდებული მგოსნის სახელი –

მშვენიერების უკვდავების გამომსახველი.

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი