ლადო ასათიანი

პოეტი

ქართველი პოეტი ლადო (ვლადიმერ) მელქისედეკის ძე ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქალაქ ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ლექსების გამოქვეყნებისთანავე თვალსაჩინოდ გამოვლინდა მისი პოეზიის თავისებურება, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავესა და უშუალობასთან, XIX საუკუნის ქართული კლასიკური ლირიკის ტრადიციებთან. ასათიანის პოეზიის არსებითი თვისებაა მაჟორული ხმოვანება და ეროვნულ-პატრიოტული განწყობილება. 1940 წლიდან მოყოლებული, მისი ლექსები და პოემები მრავალჯერ გამოიცა ცალკე წიგნად. პოეტი 1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა ქ. თბილისიში

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი