სიზიფეს ლოდი


წვიმა მძიმედ ეცემა
ჭერს, კედლებს,
მკვდარი ფრინველივით...
კრიალა თვალებით როცა
ვუყურებდი, მსუბუქი იყო,
კამკამა, დავბრმავდი და მესმის,
როგორი მღვრიე გახდა,
სხეულიანი, თითქოს
ჰაერს ხერხემალი გაუკეთეს.
ჩემი მოხრილი ზურგი
ირკალება ცის ფონზე,
მუდმივი ტვირთისთვის გამზადებული,
წარმოიდგინე, აბრეშუმის ლოდი,
ნატიფი, მაგრამ ისეთივე მძიმე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი