ლია დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, ექიმების ოჯახში. მამამ საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა, მაგრამ ლიამ გამოიტანა და უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შეიტანა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში მოეწყო. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში.“ მუშაობდა უნივერსიტეტში – კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პირველი ლექსი პირველ კურსზე, უნივერსიტეტის პოეზიის საღამოზე წაიკითხა.
პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში”, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული – „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები.
1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი