როგორც ყოველთვის
როგორც ყოველთვის, არც ამ წერილს გამოგიგზავნი. არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის. ახლა მგზავრი ვარ და დუმილში ვჩურჩულებ მგზავრი: - მშვიდობით იყავ, აწ და მარადის. ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის არც დავიწყებად, არც უკვდავებად, შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი და ათასებიც მეცოტავება.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი