მირზა გელოვანი

პოეტი

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის რაიონი).

1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში.

მისი ლექსები1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში.

1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელარუსიში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

p>გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975).
მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973).

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი