მაჩვი


გუბაზოულის ჭალაში

ატყდა სტვენა და განგაში:

წუხელ სიმონას წისქვილთან

მაჩვი გაბმულა ხაფანგში,

მა რა ეგონა, მაგ მსუნაგს,

რომ მიძვრებოდა ყანაში,

ახლა სიმონას ბიჭები

ამოიღებენ ცხრა ტყავში.

ნახოს, როგორი ყოფილა

მეწისქვილესთან თამაში.	
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი