ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
წყარო: wikipedia
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი