მაწონი


ლევანიკომ და ნოდარმა
გატეხეს ჩაიდანია,
ბებო გაგიჟდა, საღამოს
ჩაი რომ ვეღარ დალია.

ლევანმა გადუჩურჩულა
ნოდარს, მის გვერდით დაწოლილს:
- ჩვენ რომ გვაძალებს ძილის წინ,
ახლა თვითონ სვას მაწონი.	
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი