ქურდბაცაცა ბაჭია


ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია.
ალბათ ისევ ეშმაკობს
ქურდბაცაცა ბაჭია!

მოვა, როცა ძილში ვარ
და მურიაც არა ჩანს,
მერე დაურიდებლად
მთელ კომბოსტოს გადაჭამს.

ერთხელ მაინც ეთხოვა:
`საყვარელო მაიკო,
შენი ბაღჩის კომბოსტო
გამასინჯე, დაიკო~.

მეც მივცემდი, ახლა კი
საყვედურის ღირსია!
თქვენ თვითონ თქვით, ქურდობა
განა საკადრისია?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი