ბიჭი, ძაღლი და ბებია


ნოდარიკო და ბემბი
ცხოვრობენ როგორც ძმები,
ერთი თეფშიდან თქვლეფენ,
ორთავე ერთად ყეფენ.

ტახტის ქვეშა აქვთ ბინა,
ორთავეს ერთად სძინავს,
ბიჭი მიუშვერს ლოყას,
ძაღლი ლოკავს და ლოკავს.

ბევრს ემუქრება ბები,
ერთად გათრევთო თმებით...
აი, ამ წუთში, ახლაც
ორთავე ბაღში გახლავთ,

დასდევს ბებია კუდში,
მაგრამ ვინ აგდებს ძაღლად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი