სამდურავი


ერთი თვეა ფისუნიას
თეფშზე კარაქს აღარ ვუდებ,
არც რძეს ვასმევ,
არც ძეხვს ვაჭმევ,

არც მასა და არც მის კნუტებს.
არ იკითხავთ, რად ვემდური?
ანდა რისთვის გავებუტე?
თუ არ იცით, მოგახსენებთ,
მომიშალეს მერცხლის ბუდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი