ერთმა პატარა ბეღურამ


ერთმა პატარა ბეღურამ
დალეწა რკინის გალია;
ასი პეპელა შეჭამა,
ორი ათასი კალია,

ასი ათასი მუხლუხო,
მერე მოსწყურდა წყალია,
შავ ზღვას დაადო ნისკარტი,
შეისრუტა და დალია.

მერე ჩემს ფისოს ეძგერა,
დაუბრიალა თვალია,
ფისომ ირიბად გახედა,
იფიქრა, ალბათ მთვრალია,

თათი წაარტყა კეფაში:
შენთვისო არა მცალია!
თათი რომ წაჰკრა კეფაში,
გაქრა ბეღურას კვალია,

ქარს გაატანა ბუმბული,
მე გადმომიგდო ძვალია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი