ვაი დედასა!
ტყეში გაისმა კიკინი, შეიძრა მთები სურების, კუჭგამომხმარმა ტურებმა გამოიფხიკეს ყურები. სოროებიდან გამოძვრნენ, აუბაგუნდათ გულები, გაიხედ-გამოიხედეს, დაზვერეს გზები ურები. უცებ წააწყდნენ ბეკეკას, დრო აღარ იყო ყურების, თონეში ცეცხლი ჩაანთეს, დააცხვეს დედას პურები, მოიპატიჟეს სტუმრები, მოხადეს სავსე ჭურები. ვაი დედასა! სად იყვნენ ბროლიები და მურები!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი