ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

აი, გავიდა ეს წელიწადიც ..

აი, გავიდა ეს წელიწადიც
და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი:
კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი,
კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.

თუმცა ასეა, ასეა ყველა,
ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს.
მე მომემატა დღეს ერთი წელი
და ამდენივე მომაკლდა უცებ.

გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივა
და უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა).
ასე მგონია, შენსავით ცივად,
შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.

გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს.
ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ.
მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,
როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.

ასეა, თუკი რაღაცას ელი,
თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ…
მე მომემატა დღეს ერთი წლი
და იმდენივე მომაკლდა უცებ.