გადმოწერა: PDF

ოთარ ჭილაძე - ფოტო

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

და მაინც დიდი გზაა იქამდე ..

`              რა წამს კი დავიბადებით,
              იქვე საფლავი მზა არი.
                           ხალხური
...და მაინც დიდი გზაა იქამდე,
კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,
კვლავ შემაწუხებს,რაც დავიქადნე,
ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.
და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,
გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია.