გადმოწერა: PDF

ოთარ ჭილაძე - ფოტო

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

გამხმარ ბელტებზე მიხტის ურემი ..

გამხმარ ბელტებზე მიხტის ურემი –
აუთრევია მინდორში ძეძვი.
მეურმეს მზეზე ბეჭები ექვის,
ურემზე უდევს საფლავის ლოდი
და მუხლებს შორის მიწას ჩასცქერის,
მიწა კი, როგორც შავი ჩანჩქერი,
დაუსრულებლად მოდის და მოდის.

წყარო: litklubi.ge