ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

ეშმაკმა იცის ..

ეშმაკმა იცის რას ფიქრობს კაცი,
როცა მარტოა საკუთარ თავთან,
როგორ განიცდის დროსა და მანძილს,
ბოროტს და კეთილს, დარსა და ავდარს...
მაგრამ როდესაც თავისთვის ფიქრობს,
თავად ბუნება ავალებს ალბათ,
იფიქროს ისე, რომ სულსი იკლოს
ფუჭმა იმედმა და უფრო ხარბად
ისუნთქოს, ვიდრე ქვეყნად ბუდე აქვს,
ვიდრე საერთოდ ფიქრისთვის დრო აქვს,
თორემ, რაც მიდის, აღარ ბრუნდება,
მოსასვლელი კი ნამდვილად მოვა.

წყარო: litklubi.ge