ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

სარკმელი ისევ დამრჩება ღია ..

სარკმელი ისევ დამრჩება ღია -
გამექცევიან ფიქრები გარეთ.
მტკვარი მიდის და მთვარე ვერ მიაქვს,
მიდის მტკვარი და ვერ მიაქვს მთვარე.
გრძელდება ჯიბრი მტკვრისა და მთვარის,
გრძელდება ორი ვნების ჭიდილი..
და კედლის იქით მეზობლი ქალი
შფოთავს, წრიალებს დამფრთხალ ჩიტივით.