ნუ გეშინია


ნუ გეშინია, თენდება უკვე.

მოეშვი, მოწყდი მაგ წყეულ ფიქრებს.

ხვალ უსათუოდ იქნები უკეთ,

ცოტახნით ფეხზეც წამოდგე იქნებ.

ნუ გეშინია, აქ არის ყველა,

ყველა მზადაა, თუ მოხდა რამე.

შენ კი არ მოკვდი, ჯერ ისევ ბნელა,

ჯერ არ დაძრულა ეს გულქვა ღამე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი