ფრიდონ ხალვაში - ფოტო

ფრიდონ ხალვაში

პოეტი, პროზაიკოსი

არა, სიყვარულს არ აქვს კანონი..

არა, სიყვარულს არ აქვს კანონი,
არც შენს ნებაზე ძალგიძს მომართო,
ის უკითხავად დაგეუფლება,
როცა არ ელი,
როცა მოვა დრო.
შენ, ჩაფიქრებავ და მოლოდინო,
ამ თბილ ტკივილთა ღელვავ, მიზეზო,
შენი ღიმილის თბილი მარცვლები
სულის ხნულებში მიმოითესა.
გადაიწვიმებს, გადაიდარებს,
ყანა აიყრის სავსე თავთავებს
და ჭირნახულის მეჭირნახულე
შენზე ოცნებას ვერ გაათავებს.