ფრიდონ ხალვაში დაიბადა 1925 წლის 17 მაისს იშილ ხალვაშისა და აიშე გოგიტიძის ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები, ხოლო 1959 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი. 1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტურ კრებულ „გზის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: „ჭოროხის ხვაშიადი“, „საყვედური“, „გენაცვალე“, „ეს დღე“, „დარდი“, „ასი მზე დედის გულისა“.
2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8 ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში. მეუღლე: თუნთულ მამუჭაძე-ხალვაშისა (1925). შვილები: მერი (1945), მზია (1947), ზაზა ხალვაში (1957).
წყარო: Wikipedia
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი