ასე ღარიბი ქვეყანა?


მდიდარი მიწა-წყალი და
ასე ღარიბი ქვეყანა?!
ღმერთმა ამ ჭკუა-მარიფათს
ეს ბედი რატომ შეყარა?

წავალ, მოვივლი გადაღმეთს,
მოვალ და შემეცოდება
მიწა, რომელიც გალახეს
და მიამგვანეს გოდებას.

შენ, მარჩენალო მარჯვენავ,
დასახარჯავო ძალ-ღონევ,
მამული მოგცა გამჩენმა,
იმარჯვე, ნუ დააღონებ.
სოფ. მარტყოფი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი