ბრუნდებიან სახელები


მკვდრეთით,
შორზე შორეთიდან,
უსაშველო ომებიდან, _
შინაური ომებიდან,
განა თვალებახელილნი?! _
ბრუნდებიან სახელები,
დაბორკილი სახელები,
დაკარგული სახელები,
დახვრეტილი სახელები.
წაქცეული,
მტვრადქცეული,
დაცხრილული, დაღვარული,
გალახული, დაღალული
ბრუნდებიან სახელები _
სახლებში და სახეებში
სათქმელში და საქმეებში,
თვით სიკვდილშიც
თავის სინდისს
დაეძებენ აღელვებით.
ბრუნდებიან სახელები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი