ფრიდონ ხალვაში - ფოტო

ფრიდონ ხალვაში

პოეტი, პროზაიკოსი

ბუნება

აჰა, მოვედი შენი ბიჭუნა,
შენს მკლავზე ისევ თავი რომ დავდო,
შენმა სიმწიფემ გამამიჯნურა,
ჩემო ხალისო და ჩემო დარდო.

შენ ეშხიანო, ლურჯო სირთებო,
მწვანე სათიბო და საბალახო,
მგონია ასე მიტომ ირთვები,
სიტურფე მერე მე რომ მანახო.

შენ ჩემზე ფიქრით მთები დაღარე,
ლექსად დაგრიხე ვაზის ლერწები.
რაც ავისრულე, მას შენ გახარებ,
რაც კიდევ მინდა, შეგეხვეწები.