ფრიდონ ხალვაში - ფოტო

ფრიდონ ხალვაში

პოეტი, პროზაიკოსი

გატენილია გული ტკივილით..

გატენილია გული ტკივილით,
დრო მეწყერია, ცრუ და ირიბი,
ლექსი, ცხინვალთან დაღვრილ სისხლივით,
ტუჩზე მწყდება და მკერდზე მიმირბის.

კვლავ დაგიმალე ჩივილი, კვნესა,
კვლავ უთქმელობის ვიდებ ბორკილებს...
ღმერთო, მამულის მუდარა მესმის
თუ ეს _ დაჭრილი ბავშვი მომკივის?