გოდერძი


მხარზე ჰკიდია
გოდერძის ქედს
ჭრელი ხურჯინი,
იქით მესხეთი მშვენიერი,
აქეთ აჭარა.
ძლივს სულდათქმულან
მთები ჩემი,
ბედს არ ვუჩივით,
ხიხან-ზარზმასთან
დუშმანები
რომ აღარ ჩანან.
ვარ მთაგრეხილზე
და ყიშლაღებს ვუცქერ
მუნჯივით,
მესხეთ-აჭარა
ქედს უხდება,
როგორც ხურჯინი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი