იმედი


ავინიონი, მდინარე რონა ჩემო იმედო, გენაცვალები,
რომ იწვი შენაც, როგორც მგოსანი,
გარიჟრაჟივით ცისფერთვალება
და შავგვრემანი საღამოსავით.
სიყვარულივით ნაიარევი,
სიტყვებს დავიდებ მალამოებად,
გულდარდიანი დავიარები
და ვეჯახები ამაოებას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი