მამის საფლავი
ქვაც დახეთქილა, როგორც შენი ხელისგულები და ეწრის ფესვებს ნაკვალევი წაულეკია. გასწორებულა ყველაფერი, გახამებულა, შეხორცებია მიწას მიწა, როგორც ჭრილობა. ცოცხალი იყავ, ყველასათვის იყავ მალამო და სიკვდილითაც მოარჩინე მიწის იარა.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი