მე შენზე ვმღერი, აღიმართოს..


მე შენზე ვმღერი, აღიმართოს
თუნდა კედელი,
მე შენ გეძახი,
განუწყვეტელი
წვიმა და ქარი სახეში მირტყამს.
მე შენ გეძახი,
მაგრამ ბებერი ბიძაჩემი მაჩუმებს:
_ არა, _
შენი ძახილი მხოლოდ შენ გესმის,
წუწუნი კმარა,
შეგიძლია? _
იმღერე რამე, _
იმღერე გულის,
გატაცების,
ლოდინის,
ღელვის,
თორემ ამგვარად,
სადმე, მთა-ბარად,
დაჭრილი ელვით,
ქარიც კი მღერის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი