მზე იწვერება, მწვანე ველზე..


მზე იწვერება, მწვანე ველზე
ცა ვერ ეტევა,
ყაყაჩოები მოწვეთავენ
მზისგან წვეთებად,
სიჩუმე მეფობს,
ფერად ფრთათა დაფრენს ნიავი,
იქ რომ მატკინეს
აქ მომირჩა გული მტკივანი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი