მზევ ჩასულო, კვლავ მზედ ამო..


მზევ ჩასულო, კვლავ მზედ ამო,
გორადუბევ საქარულო,
ტყეო, წეროსწვივიანო,
ფიჭვო, ჭიჭვო აქაურო.
სევდა რადგან ვერ ჩამიქრეთ,
მთებო, ცრემლში დანახულო,
დარდი დედის ლეჩაქივით,
მინდა შუბლზე დაგახურო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი