მთა ქალწულივით მესათუთება..


მთა ქალწულივით მესათუთება,
აქ სხვაფერ მიყვარს, სხვაფერ ვისვენებ,
კორდზე, ვით მკერდზე, მოვწოვ ცვარ-ნამებს,
მომეხვევიან თეთრი ნისლები.
შენი ნაყოფი და შენი ჰავა,
ეს სიმყუდროვე და სისადავე,
მგონია მომცემს მე რაღაც მთავარს
და მოლოდინით კიდევ გადამრევს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი