მითხრა პოეტმა


მითხრა ხნიერმა ერთმა პოეტმა,
დრომ გამცვითაო, ვითა მონეტა.

მინდაო, მაგრამ არ მეწერება
ლექსად ამ ქვეყნის ციებ-ცხელება.

ვშიშობო, რომ არ გადავირიო,
რასაც შევხედავ, მხოლოდ ვტირიო.

რადგან ქვეყანა დამჭლდა, დაფერდდა,
ის ჩემსავითო მგონი დაბერდა, _
მითხრა პოეტმა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი