რა ვუყოთ ამ შფოთს..


თანამოკალმეებს რა ვუყოთ ამ შფოთს,
დავიდარაბას,
ამ ჯავრთა ჯანყებს
და წვრილ-წვრილ ჩხუბებს?
ქირქილ-ქილიკს რომ ბოლო არა აქვს,
გულიც რომ ამდენ წყენას იგუბებს?
მესმის, _ თვით სიტყვა კითხულობს: რატომ? _
კითხულობს წიგნიც,
რომ უწვალია, _
ამ საპატრონო მიწა-წყლის პატრონთ
დღეს ერთმანეთის სამტროდ გცალიათ?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი