უპატრონო ბავშვი
საღამოთი, როგორც ბედი, უდედმამო ბავშვთა ბაღში, შემეფეთა უცაბედი მზერა უპატრონო ბავშვის. დამადუმა ბავშვის დარდმა, _ ენთო ცივი ცრემლი თვალში. ალერსს მთხოვდა... გული დადნა, კაცი დავიწვი და გავშრი. განშორება, თვით სიკვდილიც არაფრად ჩანს ცხოვრებაში, როცა გდევს და შენში ტირის მზერა უპატრონო ბავშვის...
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი