საღამო


საღამო – ნაკლები სინათლე
და მეტი განწყობა შიგნიდან.
სვლა შენი განცდების წინანდელ
დაბურულ ლაბირინთში გინდა.

საღამო – ფოთლების სიმწვანე,
ქუჩები – ჯადოქრის შეხვედრა,
უეცრად სუნთქვას რომ გიმწვავებს –
შეხედავ და  თავბრუ გეხვევა.

საღამო  კანკალებს ჩრდილებით,
ცირცელის მარცვლები დაცვივდა,
აივნებს მოუსხდნენ ჩიტები
მაცნენი სულთა გარდაცვლილთა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი