გალაკტიონს

ვერ ვისწავლე ლექსის წერა. მერე რა.
ვწერ და ვამბობ ვერ ვისწავლე მე ვერა-
ფრით ლექსების - ფრთით ლექსების ფერება.
მერე რა და ერთმანეთში მერევა
მე სიტყვები - სულ სხვა და სხვა ფერებად,
რომ ჩნდებიან და ქრებიან ვნებიან,
როცა ღამით სიზმრებს მეუბნებიან.
ისევ გავლა მე იგივე მინდა გზის,
სიტყვა-სიტყვით ტროპების და სინტაქსის.
მეტაფორის. ჰიპერბოლის. ბწკარების
უთქმელის და ხელით მიუკარების.
გალაკტიონ! სონეტით და ტანკებით
დანგრეულით და ხელახლა ნაგებით
მოვრჩი წერას - არც მეტი არც ნაკლები,
თითქოს ნემსის ყუნწში გაძვრა აქლემი.