ჯოჯოხეთად შთასვლა

რომელი ანგელოსი გახლდა მაცხოვარო
როცა ჯოჯოხეთად შთახვედი?
ალბათ არცერთი მათგანი ცად მცხოვრები
ვერ იქნებოდა თანმხლები
შენი მაცხოვარო, ამ ბნელეთში
და მარტო შთახვედი ამ ხვედრით,
დამხვედრის მძვინვარებას ანელებდი,
შებოჭე, ამხედრდი.
სიკვდილში შეაბიჯე, ადამის სამშვინველი
გელოდა დავიწყების ხმაურში,
სამოთხის ნიავები გამჭვირვალე
იქ ამოისუნთქე და გაუშვი _
როგორც ხომალდები იალქნებით,
როგორც ჰამაკები მფრინავი,
რომელნიც ადამიანს მიაგნებენ
და ჩვენთაგანს თითოეულს იმავე
გზით, პირველ სამშობლოსკენ მიავლენენ,
საიდანაც უმანკო და უბრალო
დაეშვი ჯოჯოხეთის მინავლებად,
მის სიცარელედ უფალო.
და შენ განძარცვე ჯოჯოხეთი სულებისგან,
ჩვენი სულებისგან უმალვე.