ძლივს მე ტანი მწადდასავით ..

ძლივს მე ტანი მწადდასავით
მიაქანებს სად და საით
ქარი ვნების ქარავნებით
ძილს.
შენი ცრემლის მძივს - 
ცივს,
ღვრის თუ შლის, ყრის,
ცა-ქარვა და მინანქარი.
საით ქარის იალქანი 
ქრის.
თრთის
ბილიკ-ბილიკ ჩრდილი ნისლის
ფრთის.
თრთის ცაა თუ მინანქარი.
საით ქარის იალქანი
ქრის.